loader

"მერაბიშვილმა სააკაშვილთან ბრძოლას გადააყოლა ეს ქვეყანა" - თეა თუთბერიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერაბიშვილმა სააკაშვილთან ბრძოლას გადააყოლა ეს ქვეყანა" - თეა თუთბერიძე

"ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლას გადააყოლა ეს ქვეყანა", - ამის შესახებ "თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ბაჩო და დათა ახალაიები შეეწირნენ სწორედ მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირებას. თუთბერიძე ვანო მერაბიშვილის "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაზე საუბრობს და მის კავშირს ხედავს ე.წ. ციხის კადრების გავრცელებაში. ამასთან, აცხადებს, რომ უკვე 6 თვეა, რაც ბაჩო ახალაია იმყოფება პატიმრობაში და ამ დროის განმავლობაში ვანო მერაბიშვილს არც ერთი მხარდამჭერი განცხადება მის მიმართ არ გაუკეთებია.

თუთბერიძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილი დღემდე აგრძელებს "ნაციონალური მოძრაობის" დაშლას, "რაზეც ბიძინა ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის ლოიალური განცხადებებიც მოწმობს".