loader

პატრიარქმა მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქმა მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უფალს საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობასა და გადარჩენას შესთხოვს, - ამის შესახებ უწმინდესმა მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სავედრებელი პარაკლისის დაწყებისას განაცხადა.

უწმინდესმა შეკრებილი მრევლი დალოცა და ისურვა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა საქართველოს.
პარაკლისის დაწყებადე პატრიარქს და მახათას მთაზე შეკრებილ მრევლს მცირე ანგარიში ჩააბარა ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ. მისი თქმით, მშენებლობა 26 თვეში დასრულდება და ეს შესაძლებელი ხდება იმ შემოწირულობის წყალობით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იღებს და, რომლის ოდენობაც ყოველწლიურად 200 000 ლარს უტოლდება.