loader

შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელში ვიზიტს განაგრძობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელში ვიზიტს განაგრძობს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შს მინისტრი ისრაელის სახმელეთო დაცვისა და კავშირგაბმულობის მინისტრ გილან ერდანს შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საშინაო ფრონტალური დაცვის სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ასევე, გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ზეევ ელკინთან. საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს შეეხო. შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე მოინახულა სასაზღვრო პოლიციის ბაზა და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

იხილეთ ინგლისური ვერსია