loader

"80 მილიონის მოპარვა ასე მოკლე ვადაში არნახული ფაქტია" - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"80 მილიონის მოპარვა ასე მოკლე ვადაში არნახული ფაქტია" - ვანო მერაბიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ფერმერებისთვის 120-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის.

ახალი ინიციატივის შესახებ მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ფერმერების მხრიდან ახალი ვაუჩერებით ნაყიდი ნივთები წარადგინა. მისი თქმით, გლეხებმა 80 მილიონი ლარი დაკარგეს. "ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ის დანაკარგი 80 მილიონი, რომელიც დატაცებული და გლეხებისგან წართმეულია, საკომპენსაციოდ ისევ მათ დაურიგდეთ. თუნდაც საშემოდგომოდ, თითოეულ ოჯახზე 120-ლარიანი ვაუჩერი ან ბარათი დარიგდეს და ამ ბარათის ბანკში განაღდება იქნეს დაშვებული", - აღნიშნა მერაბიშვილმა.