loader

ბაიკერები პატრულის მიერ მათი მასობრივი დაჯარიმების ვიდეომასალას ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაიკერები პატრულის მიერ მათი მასობრივი დაჯარიმების ვიდეომასალას ავრცელებენ

ბაიკერები შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავენ და ამასთან, ავრცელებენ ვიდეომასალას, რომელიც 28 აპრილს მათი მასობრივი დაჯარიმების ფაქტს ასახავს.

"28 აპრილს, თბილისში, ბზობის დღესასწაულზე, საპატრულო პოლიციამ განახორციელა მოტომოყვარულთა უპრეცედენტო მასობრივი გაჩერება, საჯარიმო სანქციებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. მოქალაქეთა დაჯარიმების და მათი სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად სახელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა, რომელიც 500 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს (ამონაწერი კოდექსიდან: სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი, ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით). უმეტეს შემთხვევაში, ფიქსირდებოდა "შენიღბული" სანომრე ნიშნები. მოგახსენებთ, რომ ზოგიერთი თანამედროვე მოტოციკლების კონსტრუქცია არ ითვალისწინებს კორპუსის უკანა სანათთან სანომრე ნიშნის სპეციალურ სამაგრს და მფლობელები იძულებულები გახდნენ, დაემაგრებინათ სანომრე ნიშნები კორპუსის სხვა მონაკვეთზე, ნიშნის ხილვადობის დაუზიანებლად".

ამასთან, ბაიკერები აღნიშნავენ, რომ წლების მანძილზე მსგავსად განთავსებული სანომრე ნიშნებით ქალაქში გადაადგილებას პოლიციის მხრიდან სიტყვიერი გაფრთხილებაც კი არ მოჰყოლია და ახლა მათი მასობრივი დაჯარიმება საპატრულო პოლიციის მიერ განხორციელებულ მიზანმიმართულ აქციას, "სადამსჯელო ღონისძიებას" ჰგავს, რომელიც, მათი ინფორმაციითვე, პოლიციის კონკრეტული მაღალჩინოსნის მიერ იყო გაცემული.

იხილეთ სრულად