loader

პრეზიდენტის "მთავარი ტკივილი" და ჩე გევარა-სტუდენტები - მიხეილ სააკაშვილი თსუ-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის "მთავარი ტკივილი" და ჩე გევარა-სტუდენტები - მიხეილ სააკაშვილი თსუ-ში

საქართველოს პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა. მიხეილ სააკაშვილის სტუდენტებთან შეხვედრა თითქმის ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. უნივერსიტეტი პრეზიდენტმა უკანა შესასვლელიდან დატოვა. მელორ ვაჩნაძემ და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა სხვა პირებმა პრეზიდენტის ესკორტი სტვენითა და შეძახილებით: "სააკაშვილი კურდღელია", "საქართველო სააკაშვილის გარეშე" გააცილეს.

იქამდე კი სტუდენტების ერთმა ჯგუფმა პრეზიდენტთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც სტუდენტებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მათი პროტესტის მიზეზი მწვავე შეკითხვებზე პრეზიდენტის არაადეკვატური პასუხები გახდა. მათივე თქმით, იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტი დასმულ შეკითხვებს შესაბამის პასუხს არ სცემდა და შეკითხვებს არჩევდა, მათი პროტესტი გამოიწვია, რაზეც მცირე რეპლიკა გააკეთეს.

"ამის შემდეგ პრეზიდენტმა "ჩე გევარები" გვიწოდა და მოგვთხოვა, შეხვედრა დაგვეტოვებინა", - აღნიშნა თეკლა ჯამბულიძემ.

სტუდენტების ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრა 30-მდე სტუდენტმა დატოვა.


ასევე იხილეთ: "ეს იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი" - პრეზიდენტი დახურულ შეხვედრაზე

პრეზიდენტთან შეხვედრა სტუდენტებმა სტვენის ფონზე დატოვეს


ავტორები: ნინო წივწივაძე, მინდია აფციაური