loader

რა ტიპის პოლიტიკური თამაშის ელემენტი გამოიყენა გია ხუხაშვილმა დათა ახალაიასთან მიმართებაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ტიპის პოლიტიკური თამაშის ელემენტი გამოიყენა გია ხუხაშვილმა დათა ახალაიასთან მიმართებაში?

ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, დამკვეთი მთავარი დამნაშავეა, ახალაიაები კი ჩემთვის ძალიან სახიფათო შემსრულებლები არიან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა თოქ-შოუ "ღია ეთერში".

გია ხუხაშვილის განცხადებით, ახალაიები, თავისი ბუნებით, რეჟიმის შემსრულებლები, ინსტრუმენტები იყვნენ, ხოლო სისტემას სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი ქმნიდნენ. თუმცა, ეს ფაქტორი, ხუხაშვილის თქმით, მათ დანაშაულს არ გამორიცხავს.

გია ხუხაშვილმა კატეგორიულად უარყო დათა ახალაიასთან რაიმე სახის მოლაპარაკება, თუმცა, დაადასტურა, რომ მისი მხრიდან "იყო ამაში პოლიტიკური თამაშის ელემენტი", ოღონდ რა სახის - დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.