loader

სალომე ზურაბიშვილი დაბრუნდა, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატობაზე კომენტარს არ აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილი დაბრუნდა, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატობაზე კომენტარს არ აკეთებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოვიდა. ზურაბიშვილი სამშობლოში წუხელ დაბრუნდა, თუმცა მას აეროპორტში მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი ჩამოსვლა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კოალიცია "ქართული ოცნება" პრეზიდენტობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას განიხილავს.

ჯერჯერობით, უცნობია ისიც, დაესწრება თუ არა ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებაში" დღეისთვის დაგეგმილ შეხვედრებს.

როგორც ცნობილია, დღეს ჯერ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, მოგვიანებით კი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება.