loader

საჩუქარი პატრიარქს - საპატრიარქო რეზიდენცია ხობში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საჩუქარი პატრიარქს - საპატრიარქო რეზიდენცია ხობში

10 მაისს, ხობში, სოფელ პირველ მაისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბათუს მთაზე ახალაშენებული საეკლესიო კომპლექსი მოინახულა. უწმინდესმა, ის საპატრიარქო რეზიდენციაც დაათვალიერა, რომელიც ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრიარქისთვის აშენდა. საეკლესიო კომპლექსის მშენებლობა ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ინიციატივით და ხელშეწყობით განხორციელდა.

ეკლესიის კურთხევა უახლოეს პერიოდში მოხდება. ძირითადი ტაძარი, სავარაუდოდ, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე იკურთხება, ხოლო ორი მცირე ეკლესია წმ.გიორგისა და წმ.ნიკოლოზის სახელობის იქნება. ძირითადი ტაძარი ეკლერის ქვით არის გარედან მოპირკეთებული და მრგვალი ფორმისაა.

უწმიდესის საპატრიარქო რეზიდენცია სასტუმრო, სასადილო და საძინებლისაგან შედგება. იქვეა ოთახი მღვდელმთავრისათვის.

საეკლესიო კომპლექსის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. საეკლესიო კომპლექსის პროექტის ავტორი არქიტექტორი რევაზ ჯანაშიაა. სამშენებლო სამუშაოები შპს "ლომბადამ" შეასრულა. ხატმწერი დავით ხიდაშელია.