loader

მომხდარი ინციდენტი ღარიბაშვილმა და უსუფაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანონ - დავით ბაქრაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომხდარი ინციდენტი ღარიბაშვილმა და უსუფაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანონ - დავით ბაქრაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტს პარტიის წინააღმდეგ მიმართულ ანგარიშსწორებად აფასებს. პარტიის ლიდერთა განცხადებით, მომხდარი იმ აგრესიული კამპანიის გაგრძელებაა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება პარტიის ცენტრალური ოფისში უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და მისმა თანაგუნდელმა გოკა გაბაშვილმა გააკეთეს.

ბაქრაძე შს მინისტრს და მასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, გუშინდელი ინციდენტის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ და სათანადოდ მოხდეს ყველა დამნაშავის დასჯა.