loader

ამ ქალაქში ყველა ქუჩა ტაძართან მოდის - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ ქალაქში ყველა ქუჩა ტაძართან მოდის - მიხეილ სააკაშვილი

ამ ქალაქში ყველა ქუჩა ტაძართან მოდის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდგომ განაცხადა. მისი თქმით, ფოთის საკათედრო ტაძარი არის ახალი აია სოფია და ის საქართველოს განახლების სიმბოლოა.

პრეზიდენტის თქმით, ტაძარში იყო "ძალიან მაგარი" თეატრი და კარგი კოლექტივი, მაგრამ მათი ადგილი ტაძარში არ იყო.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქსა და მეუფე გრიგოლს, რომელიც მისი თქმით, ტაძრის მალე დასასრულებლად ბევრს იბრძოდა და ხანდახან "ჩხუბობდა" კიდეც. მიხეილ სააკაშვილმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ტაძრის მშენებლობაზე გაღებული დიდი ღვაწლისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.