loader

დაივიწყეთ, რომ ვარსებობ - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაივიწყეთ, რომ ვარსებობ - მიხეილ სააკაშვილი

დაივიწყეთ, რომ ვარსებობ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ საქართველოს სჭირდება განათლებული თაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი შენობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს უნივერსიტეტისთვის სტატუსის დაბრუნებისკენ მოუწოდა და უმაღლესი სასწავლებლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

პრეზიდენტმა უნივერსიტეტის ბათუმში აშენების მოტივიც განმარტა და აღნიშნა, რომ ის ქალაქის გაცოცხლებისთვის უმნიშვნელოვანესია.

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობიდან მერიას ოდესმე მაინც გაასახლებენ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 8 ათასი კვადრატული მეტრი უნივერსიტეტს მხოლოდ აუდიტორიებისთვის აქვს გამოყოფილი და ყველაფერი გათვლილია იმისთვის, რომ შენობამ სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ცხოვრებით იფუნქციონიროს.