loader

მარგველაშვილი ბურჯანაძის "დემოკრატიული განვითარების ფონდის" თავმჯდომარეა - სოსო ცისკარიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარგველაშვილი ბურჯანაძის "დემოკრატიული განვითარების ფონდის" თავმჯდომარეა - სოსო ცისკარიშვილი

მარგველაშვილის ასოცირება რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან რთულია, - განაცხადა რადიო "პალიტრის" (103.9) გადაცემა "აქ და ახლას" ეთერში ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განათლების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილის შესახებ.

ცისკარიშვილის თქმით, მარგველაშვილის რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის მიკუთვნება ან მათთან იდენტიფიცირება ძალზე რთულია, რადგან, ცისკარიშვილის თქმით, იგი დღემდე ნინო ბურჯანაძის მიერ ჩამოყალიბებული "დემოკრატიული განვითარების ფონდის" თავმჯდომარეა.

ექსპერტის აზრით, მარგველაშვილის იდენტიფიცირება პოლიტიკურ ფიგურებთან უფრო შესაძლებელია. "პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას მოუწევს, სძლიოს საკუთარ ფიცხ ხასიათს და იყოს უფრო რბილი და თბილი გარემოს მიმართ მაშინაც, როცა მას ნერვებს უშლიან," - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.