loader

საშუალო და მცირე რგოლზე ამნისტიის შემოღება მოგვიწევს - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საშუალო და მცირე რგოლზე ამნისტიის შემოღება მოგვიწევს - ბიძინა ივანიშვილი

პროცესები ხურდება. იცოდეთ, პროკურატურაში ძალიან ბევრი განცხადებაა შესული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსისა" და ”პალიტრა ტვ”-ის კითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდი ფიქრობს ამნისტიაზე, რომელიც უნდა შეეხოს არა მაღალი თანამდებობის პირებს, კერძოდ, არ უნდა შეეხოს პარლამენტის წევრებსა და მინისტრებს. 

ამასთან, იგი ე.წ. სიმართლის კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, თუმცა ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, რადგან აღნიშნა, რომ ამ საკითხს სპეციალისტების მსჯელობა სჭირდება და მისთვის მისი არსი კარგად ცნობილი არ არის. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია, საფუძვლიანიც იყოს და მისაღებიც.

ასევე იხილეთ:

გელა ხვედელიძე მოიხდის იმ სასჯელს, რასაც კანონით იმსახურებს - ბიძინა ივანიშვილი

ნებისმიერი უმცირესობის, მათ შორის, სექსუალურის, უფლებებს დავიცავთ - ბიძინა ივანიშვილი

თქვენ არა ხართ ფოსტალიონი - ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს