ძლიერმა სეტყვამ გურჯაანში წლევანდელი მოსავალი მთლიანად გაანადგურა
ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის სოფლებში დატბორა სახლები და გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები. სეტყვას ძლიერი წვიმაც მოჰყვა, რამაც სოფლის საუბნო გზებიც დააზიანა. როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა, სეტყვამ წლევანდელი მოსავალი მთლიანად გაანადგურა.