loader

ე.წ. ქურდული სამყაროს 12 წევრი დააკავეს - მათ შორის, ქალი და არასრულწლოვანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ე.წ. ქურდული სამყაროს 12 წევრი დააკავეს - მათ შორის, ქალი და არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად დააკავეს წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი, ქურდული სამყაროს 12 წევრი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი - კახა მ. და ერთი ქალბატონი - თამარ ძ. დაკავებულები არიან: რეზო ხ, ვლადიმერ ხ, შალვა ჯ, ელიზბარ დ, ლაშა თ, თამაზ მ, ლევან ხ, ირაკლი ც, მაიზერ ბ, ნიკოლოზ ბ.

დაკავებულები ე.წ. ქურდულ სამყაროს აღიარებენ და სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).