loader

"ვერ მოინელა ზუგდიდში წაგება" - რაში ადანაშაულებს ახალაიას მეუღლე ალასანიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ მოინელა ზუგდიდში წაგება" - რაში ადანაშაულებს ახალაიას მეუღლე ალასანიას

ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ახალაიების ოჯახის დისკრედიტაციაში თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ადანაშაულებს. ამის შესახებ ნადარეიშვილმა საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული, ახალაიების ოჯახის მიმართ ჭორების გავრცელება არ წყდება, ახლა კი ალასანიამ თავისი ახლობლის გაზეთის საშუალებით დაიწყო ახალაიების დისკრედიტაცია.

ნადარეიშვილი საუბრობს სტატიაზე, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც, ახალაიებს ლონდონში სახლი აქვთ. "ალასანიას წინასაარჩევნო კამპანიაში ათასი ბრალდება იყო ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, მკვლელად გამოაცხადა ორივე ძმა და ახლა კვლავ აგრძელებს. როგორც ჩანს, ვერ მოინელა ზუგდიდში წაგება" - განაცხადა ახალაიას მეუღლემ და დასძინა, რომ მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში, მომავალში აუცილებლად იჩივლებს.

ასევე იხილეთ: "თქვენ რომ უსაფრთხოდ გძინავთ, მისი დამსახურებაა" - ბაჩო ახალაიას მეუღლე