loader

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 2 მოქალაქე გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 2 მოქალაქე გაათავისუფლეს

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, "ცხელი ხაზის" მეშვეობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.

3 მაისს გორის რაიონის სოფ. ბერშუეთში მცხოვრები ხვიჩა გლურჯიძე და 8 მაისს კასპის რაიონის სოფ. საკორინთლოში მცხოვრები ვასილ სალამაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის "უკანონო კვეთის" ბრალდებით რუსი სამხედროების მიერ იყვნენ დაკავებულნი.