loader

დაღუპული სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაღუპული სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში

ქაშუეთის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძის, უმცროს სერჟანტ ზვიად დავითაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას ხსოვნას პატივი მოქალაქეებთან ერთად სამხედრო პირებმა, მთავრობის, საპარლამენტო უმცირესობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მიაგეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე მისულები ცალსახად აღნიშნავდნენ, რომ გმირი სამხედროები ქვეყნის ინტერესების გამო დაიღუპნენ და მათი ღვაწლი უნდა დაფასდეს.