loader

ხვალინდელ აქციაზე თუ აგრესიულად მოვიქცევი, მაშინ მე ვიქნები დამნაშავე - დეკანოზი თეოდორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხვალინდელ აქციაზე თუ აგრესიულად მოვიქცევი, მაშინ მე ვიქნები დამნაშავე - დეკანოზი თეოდორე

ხვალინდელ აქციაზე თუ აგრესიულად მოვიქცევი, მაშინ მე ვიქნები დამნაშავე, - ეს განცხადება დეკანოზმა თეოდორემ (გიგნაძე) "პალიტრა ტვ"-ს ეთერში, გადაცემა "სოციოგრამაში" განაცხადა. 17 მაისს დაგეგმილ ლგბტ-ს აქციაზე საუბრისას მამა თეოდორემ განმარტა, რომ ეკლესიის რომელიმე ჯგუფის აგრესული ქმედებებზე პასუხისმგებელი არც თვითონ და არც მთლიანად ეკლესია არ არის. მისი თქმით, ქრისტიანისგან აგრესია მიუღებელია, თუმცა, საზოგადოების მხრიდან გამოხატული აღშფოთებას სერიოზული მიზეზი აქვს და ეს პიროვნების შეუწყნარებლობას არ ნიშნავს.

მისი განმარტებით, ეს მოვლენისადმი უარყოფითი დამოკიდებულებაა. მამა თეოდორეს თქმით, სექსუალური უმცირესობების პატარა ჯგუფს განხეთქილება შემოაქვს საზოგადოებაში, რაც დაუშვებელია. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ქმედებებთან დაკავშირებით კი მან განაცხადა, რომ პიროვნულად არ იცნობს და მათთან ურთიერთობა არ აქვს. დეკანოზმა თეოდორემ კატეგორიულად გამორიცხა აგრესიული ქმედება მორწმუნე ქრისტიანის მხრიდან.

ასევე იხილეთ:
ზოგჯერ ხელისუფლებას უწევს ორმაგი სტანდარტით ცხოვრება - დეკანოზი თეოდორე

"ვერ ვიჯერებ, რომ მათ ვინმე დევნის" - დეკანოზი თეოდორე 17 მაისის აქციის საფრთხეზე საუბრობს