loader

კანცელარიასთან 17 მაისს მომხდარი "ველური ქმედებები" გააპროტესტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანცელარიასთან 17 მაისს მომხდარი "ველური ქმედებები" გააპროტესტეს

მთავრობის კანცელარიასთან "ფეისბუქით" დაგეგმილი აქცია გაიმართა. მონაწილეებმა 17 მაისს თბილისში მომხდარი ძალადობრივი ფაქტები გააპროტესტეს, რომელიც ლგბტ საზოგადოების უფლებადამცველი აქციის საწინააღმდეგოდ განხორციელდა. დღევანდელი აქციის მონაწილეთა განცხადებით, ყველას აქვს უფლება, არ მიიღოს ის, რაც არ მოსწონს, მაგრამ მიუღებლობა არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში. მათივე მოთხოვნით, ხელისუფლებამ უნდა დასაჯოს ის მოძალადე პირები, რომლებმაც 17 მაისს "ველური ქმედებები" ჩაიდინეს. მათივე მოთხოვნით უნდა დაისაჯონ ძალადობის "წამხალისებლებიც". ამ შემთხვევაში აქციის მონაწილეები სასულიერო პირების პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ.

ძალადობის მგმობელთა აქციის პარალელურად, კანცელარიასთან არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ფრონტიც" შეიკრიბა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა მთავარი მოთხოვნაა, საქართველოში კანონმდებლობით აიკრძალოს სექსუალური უმცირესობების პროპაგანდა. ორმა პარალელურმა აქციამ ინციდენტების ფონზე ჩაიარა. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ასევე იხილეთ: დაპირისპირებული მხარეების აქციები კანცელარიასთან ინციდენტების ფონზე ჩატარდა