loader

"იმათი განკითხვის დღე უნდა დადგეს" - ყრილობა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმათი განკითხვის დღე უნდა დადგეს" - ყრილობა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით

სამართლიანობის აღდგენისა და წინა ხელისუფლების გასამართლების მოთხოვნით, სპორტის სასახლეში მოძრაობა დაფუძნდება. დღევანდელ ყრილობაზე შეკრებილები ამავე მოთხოვნით სპეციალურ რეზოლუციას მიიღებენ.

როგორც ყრილობის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებების" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე განმარტავს, დროა ნაციონალური რეჟიმი და სისტემა კანონის სრული სიმკაცრით გასამართლდეს. მისივე თქმით, ეს იქნება მოძრაობის დევიზი, რომელიც ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს იმ ფაქტებთან და კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომელიც, მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების პირობებში ტერორისა და უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ.

ყრილობის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ "ქართველი ხალხი სამართლიან გადაწყვეტილებას ელის და არც ერთი ცივილური სახელმწიფო ხელს არ დააფარებს რეჟიმს, რომელმაც საკუთარი არსით თანამედროვე ფაშიზმის კვალიფიკაცია შეიძინა".

სპორტის სასახლეში შეკრებილი ყველა მონაწილის პოზიცია ერთნაირია. ისინი აფიქსირებენ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიდის ძალიან ნელი ტემპით. მათი აზრით, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ყველა დამნაშავეს საკუთარი სახელი დაარქვას. შეკრებაში მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები.