loader

"რუსეთის დიპლომატიური მარცხი" - ვანუატუმ აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთის დიპლომატიური მარცხი" - ვანუატუმ აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა

ჩვენ, პრაქტიკულად, სასწაული შევძელით და აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე რუსეთის მცდელობა ბლოკირებული გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

პრეზიდენტი ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებას "სერიოზულ დიპლომატიურ მიღწევად" აფასებს და აცხადებს, რომ ვანუატუ საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს. "ესაა პირველი პრეცედენტი, როცა რუსეთმა დიპლომატიურ ფრონტზე განიცადა ძალიან სერიოზული მარცხი. დარწმუნებული ვარ, არა უკანასკნელი", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიღწევა დასავლელი პარტნიორების დამსახურებაა.

იხილეთ ინგლისური ვერსია