loader

მეჩეთის ეზოში რომ ღორის მწვადს შეწვავ და გაგლახავენ, ვისი ბრალია?! - კახა კუკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეჩეთის ეზოში რომ ღორის მწვადს შეწვავ და გაგლახავენ, ვისი ბრალია?! - კახა კუკავა

ლგბტ აქტივისტები იქ იმიტომ მივიდნენ, რომ გალახულიყვნენ, - განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავამ "მეცხრე არხის" თოქ-შოუში "მთავარი კითხვა" 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. კუკავას აზრით, ლგბტ აქტივისტებს შეეძლოთ აქცია სხვაგან გაემართათ და არა 20 ათასი მორწმუნეს თვალწინ. მისი თქმით, გასაგები იყო, რომ ამგვარი ქმედებით აქტივისტები მორწმუნე მრევლს გააღიზიანებდნენ და მათ აგრესიას გამოიწვევდნენ. კახა კუკავამ იმ სასულიერო პირზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც კამერებმა ტაბურეტით ხელში დააფიქსირეს და აღნიშნა, რომ სასულიერო პირი ამ სკამზე იჯდა და იგი არავისთვის ჩაურტყამს. როგორც კუკავამ განაცხადა, არც ერთი დაზარალებული ლგბტ საზოგადოებიდან არ არის აღრიცხული.