loader

მიხეილ სააკაშვილი 17 მაისის ლგბტ აქციის ადგილის მიზანშეწონილობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი 17 მაისის ლგბტ აქციის ადგილის მიზანშეწონილობის შესახებ

საერთაშორისო რეპუტაციაზე საუბრისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გასული 8-9 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი სახელმწიფოებრივი აზროვნება ჩამოყალიბებულიყო.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ძალადობა არც ერთი ინსტიტუტის, მათ შორის ეკლესიის ინტერესებში არ შედიოდა. 

მისივე აზრით, 17 მაისს მომხდარ ძალადობაზე ხელების პოლიციელებისთვის შეწმენდა უსამართლობაა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს რეპუტაციის თვალსაზრისით პრობლემა აქვს, რაც იმაშიც შეამჩნია, რომ "ევროვიზიის" კონკურსზე ქართველ მონაწილე წყვილს "ქულები დაუგდეს" .
"ძალიან მაგარი წყვილი გვყავდა "ევროვიზიაზე", მაგრამ დაგვიგდეს ქულები, ასეთ რაღაცეებზეც კი ვამჩნევ, რომ პრობლემა გვაქვს ჩვენი რეპუტაციის თვალსაზრისით", - განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ასევე იხილეთ:
მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას ეხმაურება