loader

რა ამოიღეს ვანო მერაბიშვილის სახლიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ამოიღეს ვანო მერაბიშვილის სახლიდან

ვანო მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ფულადი თანხა, კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები ამოიღეს. როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებს ჩხრეკის დასრულების შემდეგ განუცხადა, ბინიდან ამოღებულია ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას დედის კუთვნილი 54 000 ევრო, რომელიც სახლში სალაყაიას ბინის გაყიდვის შემდეგ ინახებოდა. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული თანხის შესახებ დოკუმენტაციას პროკურატურას ხვალვე მიაწვდის.

ამასთან, გოგიტა გაბაიძის თქმით, ვანო მერაბიშვილის სახლიდან ამოღებულია ყოფილი პრემიერისა და მისი მეუღლის კუთვნილი თანხაც, კერძოდ, 33 000 ამერიკული დოლარი და 29 000 ლარი, რაც მათი დანაზოგი იყო. ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ასევე ბინიდან წაიღეს ნოუთბუქები, კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები.

თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაში ჩხრეკის პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

ასევე იხილეთ: "მერაბიშვილი ისეთივე გაღლეტილია დღეს, როგორც მაშინ, როცა გავიცანი" - მიხეილ სააკაშვილი

იხილეთ ინგლისური ვერსია