loader

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის დასასრულს შეხვედრები გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის დასასრულს შეხვედრები გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ რამილ უსუბოვს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. 

გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ გეიდაროვთან. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ოფიციალურ შეხვედრებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, "საპატიო დაკრძალვათა" ხეივანი მოინახულა. მინისტრმა აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო. ბოლოს კი "შეჰიდების ხეივნისკენ" გაემართა, სადაც "მარადიული ცეცხლის" მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს, 22 მაისს სრულდება.