loader

გეი-ქორწინების მოწინააღმდეგემ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გეი-ქორწინების მოწინააღმდეგემ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში თავი მოიკლა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში თვითმკვლელობა მოხდა. 78 წლის ფრანგმა ისტორიკოსმა დომინიკ ვენერმა, ათასობით მომლოცველის და ტურისტის თვალწინ, საკურთხეველთან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდამდე ერთი დღით ადრე ისტორიკოსმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც საფრანგეთის მოსახლეობას მოუწოდებდა, დაეგმოთ მთავრობის გადაწყვეტილება ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების შესახებ: "ახლა წყდება ჩვენი ბედი. ეს ის წამია, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის. ამიტომაა მნიშვნელოვანი, სიცოცხლის ბოლო წამამდე ვიყოთ ის, რაც ვართ" - წერდა ვენერი, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თავის ბოლო მიმართვაში.

საფრანგეთი მე-14 ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ოფიციალურადაა დაკანონებული. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შესაბამის კანონს ხელი 18 მაისს მოაწერა.