loader

"დაისაჯონ ჯალათები" - აქცია სასამართლოსთან მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაისაჯონ ჯალათები" - აქცია სასამართლოსთან მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ისინი ცოცხებით მივიდნენ. მათთან ერთად ადგილზე ათეულობით რიგითი მოქალაქე იმყოფება.

აქციის ინიციატორია მოძრაობა "სამართლიანობა უნდა აღდგეს". როგორც "ინტერპრესნიუსს" ნანა კაკაბაძემ განუცხადა, ამით ისინი სასამართლოს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეებზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.

სასამართლოს შენობის ეზოში გამოფენილია 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტომასალა; ასევე, აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ პლაკატები წარწერით - "ხალხის მოთხოვნაა, დაისაჯონ ჯალათები", "საქართველოში უსამართლობამ ვერ უნდა იზეიმოს", "სისხლიანი ნაცრეჟიმი უნდა გასამართლდეს", "ვინც მკვლელს სოლიდარობას უცხადებს, ისიც მკვლელობის თანამონაწილეა".