loader

სააკაშვილი: ისტორიული ირონიაა - მერაბიშვილს მისივე შექმნილი პოლიცია ხელბორკილით დაატარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილი: ისტორიული ირონიაა - მერაბიშვილს მისივე შექმნილი პოლიცია ხელბორკილით დაატარებს

საქართველოს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას საქართველოს უახლესი ისტორიის გასამართლებად აფასებს. საგანგებო განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესის პარალელურად გააკეთა. მისი თქმით, მისი ფუნქცია არ არის სასამართლოს პრეროგატივაში შეჭრა, რადგან კანონის უზენაესობა არის ერთ-ერთი მთავარი ცნება, რომელსაც თანამედროვე სახელმწიფოებრიობა ეფუძნება.

ამასთან, პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის ხელბორკილებით ტარებას, "მისივე შექმნილი პოლიციის მიერ", ისტორიული ირონიის გამოხატულებად აფასებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ვანო მერაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ შემდგარიყო.

რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მერობისას მან წერტილი დაუსვა კორუფციას თბილისის მერიაში და დაიწყო დედაქალაქის აშენება.