loader

საპატრიარქო შეისწავლის იმ სასულიერო პირთა ქმედებებს, რომლებმაც 17 მაისს ეკლესიას ზიანი მიაყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრიარქო შეისწავლის იმ სასულიერო პირთა ქმედებებს, რომლებმაც 17 მაისს ეკლესიას ზიანი მიაყენეს

საქართველოს საპატრიარქო ძალადობას ემიჯნება, თუმცა, მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ გამართულ აქციას პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა. 17 მაისი მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოში სპეციალური განცხადება გაკეთდა. როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, საპატრიარქო გამოთქვამს გულისტკივილს იმ მოვლენების გამო, რაც მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის ჩატარების მცდელობას, რომელიც "პროვოკაციული ხასიათის იყო".