loader

"დაგვიბრუნეთ ღირსება" - გონიოელები პროსტიტუციასთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაგვიბრუნეთ ღირსება" - გონიოელები პროსტიტუციასთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვენ

"დაგვიბრუნეთ ღირსება", - ამ სახელწოდებით გონიოელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. გონიოს მოსახლეობა პროსტიტუციის პრობლემებზე საუბრობს და მთავრობას საკითხის მოგვარებას სთხოვს. მოსახლეობის თქმით, თურქებმა გონიო პროსტიტუციის ცენტრად გადააქციეს, რის გამოც სოფელს "სახელი გაუტყდა" და საზღვაო სეზონზე დამსვენებლები გონიოს აღარ ეწვევიან. 

როგორც გონიოს სკოლის პედაგოგმა ზეინაბ ქოქოლაძემ აღნიშნა, სკოლის მოსწავლეებისთვის სახიფათო გარემოა, რადგან გონიოში არსებული ვითარება მოზარდებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მისივე თქმით, პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს.

გონიოს მკვიდრის, ირაკლი გოგიტიძის თქმით კი, ხელისუფლებამ დროულად უნდა გადაწყვიტოს პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა ფართომასშტაბიან აქციებს გამართავს.