loader

ქუთაისში 5 მაღაზიის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში 5 მაღაზიის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გიორგი ხ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 22 მაისს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ქუთაისში 5 მაღაზია დააყაჩაღა.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას "ტე-ტე"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი, 6 საბრძოლო ვაზნა და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).