loader

სახლი, რომელიც მერაბიშვილმა სპეცრაზმის ძალით დაიკავა - აგარაკი გადაუხდელი გადასახადებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახლი, რომელიც მერაბიშვილმა სპეცრაზმის ძალით დაიკავა - აგარაკი გადაუხდელი გადასახადებით

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში მდებარე ფეშენებელური აგარაკი ვანო მერაბიშვილის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბიზნესმენ ზურაბ ლობჟანიძის აგარაკი 2009 წელს საქართველოს იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს "დასვენებისთვის მოეწონა". როგორც პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ვანო მერაბიშვილმა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დაიკავა და თითქმის ოთხი წლის განმავლობაში სარგებლობდა ამ ქონებით.

მერაბიშვილის კვარიათელი მეზობლები იხსენებენ, როგორ შეიჭრა სპეცრაზმი აგარაკზე და ფეშენებელური სახლიდან მეპატრონე იძულებით გამოაძევა. ადგილობრივები იშვიათად, თუმცა აგარაკზე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსაც ხედავდნენ. მათივე თქმით, მერაბიშვილების ჩასვლასთან ერთად, კვარიათის სანაპიროზე სკუტერების ბიზნესი ვარდებოდა - ადგილობრივებს მათი გაქირავების უფლება აღარ ჰქონდათ.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის დაკავებიდან მეორე დღეს აჭარელმა სამართალდამცველებმა ლობჟანიძეების სახლი მის ახლობელს გადააბარეს. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, 2009 წელს ჩამორთმეულ სახლში ქონების 10 პროცენტიც არ დახვდათ. სამაგიეროდ, მერაბიშვილების ოჯახმა ლობჟანიძეებს 18 ათასი ლარის ოდენობის ელექტროენერგიის დავალიანება დაუტოვა.

იხილეთ სტატია: ვინ ჩადიოდა მერაბიშვილთან კვარიათის აგარაკზე და რატომ ვარდებოდა ამ დროს სკუტერების ბიზნესი

იხილეთ ინგლისური ვერსია