loader

"დამსხვრეული შვილი მიწევს" - დაღუპულის ოჯახის მტკიცებით, პატიმარი სასტიკად ნაწამებია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამსხვრეული შვილი მიწევს" - დაღუპულის ოჯახის მტკიცებით, პატიმარი სასტიკად ნაწამებია

გარდაცვლილი პატიმრის, 24 წლის ლევან კორტავას ოჯახი სოზარ სუბარის უწყებას და თავად მინისტრს, პატიმრის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ აწამა და სახალხო დამცველს თხოვნით მიმართავს, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებაში დაეხმაროს.

როგორც "პალიტრა ტვ"-ს გარდაცვლილის მამიდამ, ხათუნა კორტავამ განუცხადა, მისი ძმიშვილი სასტიკად ნაწამებია და ოჯახი დარწმუნებულია, რომ იგი არა პატიმრებმა, არამედ ციხის ადმინისტრაციამ აწამა.

"არავითარი კიბიდან დაგორებული და პატიმრების ნაცემი არ არის. იქაური რეჟიმის ნაწამებია. სამინისტრო და მინისტრი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მოკლეს და ინფორმაციას მაინც ნუ იტყუებიან", - განაცხადა ხათუნა კორტავამ. მისი თქმით, გარდაცვლილს სხეულის თითქმის ყველა ნაწილი დაშავებული აქვს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად 23 მაისს ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. ბოლო განცხადებაში სამინისტრო პატიმარ კორტავას გარდაცვალების მიზეზად კიბეზე დაგორების ნაცვლად, პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებს. სამინისტროს პირველ განცხადებაში 24 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მისი კიბეზე დაგორება იყო დასახელებული.