loader

ბაიკერები პროკურატურას მათი მასობრივი დაჯარიმების საქმის გამოძიებას სთხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაიკერები პროკურატურას მათი მასობრივი დაჯარიმების საქმის გამოძიებას სთხოვენ

მოტომოყვარულები პროკურატურას მათი მასობრივი დაჯარიმების საქმის გამოძიებას სთხოვენ. ამის შესახებ ბაიკერებმა დღეს, სპორტის სასახლესთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს, რომლის სახელწოდება იყო "არა უკანონო დევნას".

აქციას რამდენიმე ათეული მოტომოყვარული შეუერთდა. შეკრების შემდეგ მათ სპეციალური ეკიპირებით და ჩაფხუტებით სიმბოლურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრეს. დღესვე აქციის მონაწილეებმა საკუთარი ხელმოწერები ერთობლივ განცხადებაზეც დააფიქსირეს, რომელიც საჩივართან ერთად პროკურატურას წარედგინება.

როგორც ბაიკერები აცხადებენ, მათ სურთ საზოგადოებას დაანახონ, რომ მოტოსპორტი დანაშაული არ არის, მოტოციკლი გადაადგილების ჩვეულებრივი საშუალებაა და მასობრივი დაჯარიმებით მათი უფლება დაირღვა.

12 მაისს საპატრულო პოლიციამ 100-ზე მეტი ბაიკერი დააჯარიმა.

იხილეთ: ბაიკერები პატრულის მიერ მათი მასობრივი დაჯარიმების ვიდეომასალას ავრცელებენ