loader

"მეხუთე ნომერი საკანი მას ერგო" - რატომ "შეშურდა" ზურაბ ჭიაბერაშვილს ვანო მერაბიშვილის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეხუთე ნომერი საკანი მას ერგო" - რატომ "შეშურდა" ზურაბ ჭიაბერაშვილს ვანო მერაბიშვილის

"პალიტრა TV"-ის გადაცემა "ემას შოუ", შაბათს 25 მაისს, კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს უმასპინძლებს. ჭიაბერაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბრალი წაუყენეს ამომრჩევლის მოსყიდვაში, თანხების გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, 22 მაისს 20-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გუბერნატორმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი და ვანო მერაბიშვილის ყოფნაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ორივე სხვადასხვა საკანში იმყოფებოდა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს უფრო "გაუმართლა" - ის საკან #5-ში იჯდა.

თამამი კითხვები, გულახდილი პასუხები, წამყვანი და სტუმარი ერთმანეთის პირისპირ, სრული თავისუფლება თემის არჩევაში - უყურეთ ყოველ შაბათს, 19:30-ზე "ემას Show"-ს "პალიტრა TV"-ზე!