loader

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, მის დაკრძალვას ექსპერტიზის ჩატარებამდე არ აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, მის დაკრძალვას ექსპერტიზის ჩატარებამდე არ აპირებს

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებამდე, მიცვალებულის დაკრძალვას არ აპირებს.

დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით, ლევან კორტავას ოჯახის წევრები, სასჯელაღსრულების მინისტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართავენ. მათივე განცხადებით, ვინაიდან ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვევით კატეგორიაში ირიცხება, ექსპერტიზისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ.

გარდაცვლილის მამიდის, ხათუნა კორტავას განცხადებით კი, თუ სამინისტრო პატიმრებს შორის ჩხუბის ვერსიას არ შეცვლის, შესაძლოა, ეს გარემოება მათი პროტესტის მიზეზი გახდეს. "თვითონ გვირეკავენ პატიმრები და გვეუბნებიან, რომ ეს ვერსია აბსურდულია. იმასაც გვეუბნებიან, თუ ამ ვერსიის გავრცელებას არ შეეშვება სასჯელაღსრულების სამინისტრო, შეიძლება ბუნტიც დაიწყოს ციხეში. ყინულიანი ბოთლებით, პარკეტითა და ხელკეტებითაა ნაცემი. მკლავები დაჩხვლეტილი აქვს, ტერფები - ცემისგან დალურჯებული. ჩვენ არ გავჩერდებით!", - აღნიშნა გარდაცვლილის მამიდამ.

ასევე იხილეთ: "დამსხვრეული შვილი მიწევს" - დაღუპულის ოჯახის მტკიცებით, პატიმარი სასტიკად ნაწამებია