loader

"არ გვინდა რელიგია "ტაბურეტკასთან" ასოცირდებოდეს" - აქცია თეოკრატიის წინააღმდეგ "დედაენის ბაღში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ გვინდა რელიგია "ტაბურეტკასთან" ასოცირდებოდეს" - აქცია თეოკრატიის წინააღმდეგ "დედაენის ბაღში"

"არა თეოკრატიას" - "დედაენის ბაღში" გამართულ ამ სახელწოდების აქციას რამდენიმე ასეული მონაწილე დაესწრო. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე საზოგადოების ცნობილი სახეები, მსახიობები, მომღერლები, ჟურნალისტები. მათ შორის: გუგა კოტეტიშვილი, ქეთათო, მარინა ჩიტაშვილი, ირაკლი დეისაძე, დავით პაიჭაძე, ნათია კობერიძე, გია ნოდია და სხვები. 

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები: "თეოკრატია დემოკრატია არ არის", "ნუ გვცემთ ღმერთის სახელით", "არ მინდა მმართავდეს ეკლესია", "არა სიბნელეს", "შეწყდეს მოძალადე მღვდლების პარპაში", "კონსტიტუცია მეფობს", "არა რელიგიურ ნაციონალიზმს". გარდა ამისა, თეოკრატიის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ სასულიერო პირების კარიკატურებიც.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ 17 მაისს განხორციელებულ ძალადობრივი ქმედებებს. მათი თქმით, ქვეყანაში არის საფრთხე, რომ დამყარდეს თეოკრატია, რითაც დემოკრატიას საფრთხე შეექმნება.


ასევე იხილეთ:

"ერთი მამაო დაჯდება ციხეში? ქუდზე კაცი გამოვა ქუჩაში!" - ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია

ირაკლი ღარიბაშვილი დედაენის ბაღში გამართულ აქციებს მანქანიდან აკვირდებოდა

ავტორები: ელენე ცინცაძე, ნინო ჭანია