loader

"ჩვენ ჰომოსექსუალიზმის საკუთარი ტრადიციები გვაქვს" - ირაკლი კაკაბაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ ჰომოსექსუალიზმის საკუთარი ტრადიციები გვაქვს" - ირაკლი კაკაბაძე

"ჩვენ ჩვენი ტრადიცია გვაქვს: კინტოების, ჰომოსექსუალობის საკუთარი ტრადიცია. ასე მგონია, რომ ერთ-ერთი პირველი ლესბოსელი ერი ჩვენ ვართ. მაგრამ ეს დასავლური ტიპის ჭრით არ ხდებოდა ჩვენში... ყველა ერში არის ეს, ჩვენ - ჩვენი გვაქვს, ჩვენი ტრადიციები" - განაცხადა მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ გადაცემა "ბარიერში" სტუმრობისას.

"გვიმტკიცოს ახლა ამერიკელმა ერმა, რომელიც 200 წლისაა, რომ ჩვენ ეს არ ვიცოდით რა არის. ბევრად ადრე ვიცოდით, ვიდრე მათ იცოდნენ... ჩვენ ჩვენი, ქართული ჰომოსექსუალიზმი გვინდა. ჩვენ გვაქვს ეს ტრადიციები. რატომ უნდა მოვიქცე ვიღაც უცხო თომას ერიქსონივით, როცა მე მყავდა სერგო ფარაჯანოვი? გენიალური ადამიანი გვყავდა, ჩემიანი იყო... ჰომოფობია ზოგადად ცუდი რამეა, მაგრამ ის, რომ უცხოს არ იღებს ქართველი და თავისით, თავისი მსოფლშეგრძნებით დანახული უნდა, ეს კარგია. 17 მაისს ჩვენ საქმე გვქონდა ძალადობასთანაც, რომელიც რა თქმა უნდა, დასაგმობია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ცივილიზებული და განათლებული საზოგადოება ვართ, რომ აქ ადგილი ჰქონდა კულტურულ ძალადობასაც ქართველების წინააღმდეგ" - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.