loader

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი საქართველოში ჩამოაბრძანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი საქართველოში ჩამოაბრძანეს

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხელის მტევანი საქართველოში ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილი კორფუსის მიტროპოლიტმა ნექტარიუსმა ბერძენ სასულიერო პირებთან ერთად ჩამოაბრძანა.

თბილისის აეროპორტში წმინდა ნაწილს და ბერძენ სასულიერო პირებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელმთავარი დახვდა. სტუმრებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე მიესალმა. მეუფემ აღნიშნა, რომ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებით საქართველოში დღეს ბედნიერება და სიხარულია.

აეროპორტიდან წმინდა ნაწილი საპატრიარქოში გადააბრძანეს, შემდეგ კი ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 28 მაისამდე დაბრძანდება, შემდეგ კი თერჯოლასა და ბოდბეში მიაბრძანებენ.