loader

რუსმა მესაზღვრეებმა დიცთან და დვანთან მავთულხლართები გაავლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსმა მესაზღვრეებმა დიცთან და დვანთან მავთულხლართები გაავლეს

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებთან, დიცთან და დვანთან, ე.წ. საზღვარი გადმოსწიეს.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ერედვის მიმართულებით ოკუპანტებს მავთულხლართი აქამდეც ჰქონდათ გავლებული, თუმცა ამჯერად პერიმეტრს ოფიციალური ნაგებობით, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით აშენებენ. დიცელები ამბობენ, რომ რუსების მიერ გავლებული ახალი საზღვარი პირდაპირ მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან გადის, რის გამოც ნაკვეთებში უსაფრთხოდ გადაადგილება მკვეთრად შეეზღუდებათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტს ადასტურებს.