loader

27.05.2013. "მცოცავი ანექსია" გრძელდება – რა ხდება დიცსა და დვანში - ნათია ოსანაძის სიუჟეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

27.05.2013. "მცოცავი ანექსია" გრძელდება – რა ხდება დიცსა და დვანში - ნათია ოსანაძის სიუჟეტი

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებთან, დიცთან და დვანთან ე.წ. საზღვარი გადმოწიეს. სოფელ დიცთან, რომელიც გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და ოკუპირებულ ერედვს ესაზღვრება, რუსი ფორმიანები სასაზღვრო ნაგებობებს დღის განმავლობაში ამონტაჟებდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. დიცელები კი ამბობენ, რომ რუსების მიერ გავლებული ახალი საზღვარი პირდაპირ მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან და საფლავებთან გადის, რის გამოც ნაკვეთებში უსაფრთხოდ გადაადგილება მკვეთრად შეეზღუდებათ - ნათია ოსანაძის სიუჟეტი.