loader

ვანო მერაბიშვილს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა. როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად 2011 წლის 26 მაისს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირებისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა მხოლოდ თვალთმაქცური რეაგირება. "კერძოდ, არსებული ვითარების გაუბრალოებისა და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომელი, რომელთაგან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის, საყურადღებო და ხაზგასასმელია, რომ სამი მათგანი აქციამდე იყო დათხოვნილი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან", - განმარტეს მთავარ პროკურატურაში.