loader

"ბურჯანაძე ჩემი შვილის სისხლს ვერ ჩამოირეცხავს" - 26 მაისს დაღუპული პოლიციელის დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბურჯანაძე ჩემი შვილის სისხლს ვერ ჩამოირეცხავს" - 26 მაისს დაღუპული პოლიციელის დედა

ნინო ბურჯანაძე არის ჩემი შვილის მკვლელი, ის ჩემი შვილის სისხლს ვერ ჩამოირეცხავს, - ამის შესახებ განცხადება 2011 წლის 26 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედამ, ანა აზაურაშვილმა გააკეთა.

ანა აზაურაშვილმა ჟურნალისტებთან 26 მაისის ღამის დეტალები გაიხსენა. "ღამის 12 საათამდე ჩემს შვილს ტელეფონით ველაპარაკებოდი, 12 საათზე კი უკვე ვეღარ დავრეკე, პირველის 15 წუთისთვის ის უკვე გარდაცვლილი იყო. როდისღა მოასწრო ინსცენირება ვანო მერაბიშვილმა, როდისღა მოკლა ჩემი შვილი, როდისღა მოასწრო თეატრალიზებული წარმოდგენა? ეს ხომ აბსურდია. უბრალოდ, ის გარბოდა ვირთხასავით, თავისთვის და თავისი ოჯახისთვის უნდა ეშველა. სწორედ ამ დროს გაიტანა ჩემი შვილი", - განაცხადა აზაურაშვილმა.

ანა აზაურაშვილს პრეტენზიები ახალ ხელისუფლებასთანაც აქვს. ის აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ალექსანდრე ბიბილურის პოლიტპატიმრად ცნობა და ციხიდან გამოშვება უკანონო იყო.