loader

საფრანგეთის საელჩოსთან ერთსქესიანი ქორწინების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთის საელჩოსთან ერთსქესიანი ქორწინების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

მოძრაობა "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლებმა ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების საწინააღმდეგო აქცია საფრანგეთის საელჩოსთან გამართეს. აქციაში მონაწილეობა ათამდე აქტივისტმა მიიღო. როგორც მოძრაობა "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ფორმით სურთ, სოლიდარობა გამოხატონ იმ ფრანგების მიმართ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იბრძვიან პარიზის ქუჩებში, რათა არ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება და ასეთ წყვილებს არ მიეცეთ ბავშვის აყვანის უფლება.

მოძრაობა "ეროვნული ფრონტის" ლიდერის, ევგენი მიქელაძის განცხადებით, საფრანგეთის მაგალითმა აჩვენა, რომ სექსუალური უმცირესობების და გარყვნილების ძალადობრივ პროპაგანდას არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ძირძველი ევროპაც ეწინააღმდეგება და საქართველოს მომავალიც სწორედ ამგვარ ტრადიციულ და ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობილ ევროპას უკავშირდება.

იხილეთ ინგლისური ვერსია