loader

"ციხეში უნდა იყოს უგულავა დღეიდან" - სოციალურად დაუცველების ხმაურიანი აქცია მერიასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ციხეში უნდა იყოს უგულავა დღეიდან" - სოციალურად დაუცველების ხმაურიანი აქცია მერიასთან

თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა უსახლკაროების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაა. სოციალურად დაუცველები აპროტესტებენ შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და თბილისის მერიის ერთობლივ პროექტს. მათი თქმით, მერიამ და აღნიშნულმა სააგენტომ საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისთვის განსაზღვრეს კრიტერიუმები, რომლებშიც მათი უმრავლესობა ვერ ჯდება.

მერიასთან დილიდან მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. შენობასთან რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. სოციალურად დაუცველებმა მერიის ცენტრალური შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რის გამოც მოქალაქეები შენობაში შესვლას ვერ ახერხებდნენ. პატრულის თანამშრომლებმა გზის გახსნა მალევე მოახერხეს, რამაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ერთი სოციალურად დაუცველი ქალი შეუძლოდ გახდა. დაზარალებულს ადგილზევე ჩაუტარდა პირველადი დახმარება და სასწრაფომ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.