loader

სააკაშვილის 2 ბოტოქსი, სხეულით შექმნილი ნახატი და მოდელისთვის ნაჩუქარი ბოტასი - "ტელეიმედის" სკანდალური სიუჟეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილის 2 ბოტოქსი, სხეულით შექმნილი ნახატი და მოდელისთვის ნაჩუქარი ბოტასი - "ტელეიმედის" სკანდალური სიუჟეტი

ტელეკომპანია "იმედი" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ დოკუმენტაციას ავრცელებს. მასალების მიხედვით, რომელიც ტელეკომპანიამ მოიპოვა, საქართველოს პირველ პირს ნიუ იორკის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ბოტოქსის ორი ოპერაცია აქვს გაკეთებული, მათგან პირველი 2009 წლის 23 თებერვალს, რაშიც 5 600 დოლარი გადაიხადა და 2011 წლის 23 სექტემბერს, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტს 5 800 დოლარი დაუჯდა.

ამასთან, "იმედის" მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა 5 993 ფუნტი გადაიხადა ამერიკელი მსახიობ ქალის მიერ შიშველი სხეულით შექმნილ ნახატში.

გარდა ამისა, არამიზნობრივად დახარჯულ თანხებს შორის ირიცხება პრეზიდენტის მიერ ამერიკელი ბიზნესმენის, კრისტინა ვუსავას სასტუმრო "რედისონში" ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება, ასევე, მისთვის ბოტასების შეძენა, რაშიც საერთო ჯამში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 6 668 ლარი გადაიხადა.