loader

თუ ვინმემ ვინმეს იქ ხელი შეახო, პირველ რიგში ქრისტეს წინაშეა დამნაშავე - მამა თეოდორე 17 მაისის მოვლენებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ ვინმემ ვინმეს იქ ხელი შეახო, პირველ რიგში ქრისტეს წინაშეა დამნაშავე - მამა თეოდორე 17 მაისის მოვლენებზე

ხელი არ მომიბრუნდება, რომ ვინმეს შევეხო, რადგან ეს ხელი წირავს უფლის წირვის დროს, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუ "ღია ეთერში" 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას. მისი თქმით, იგი იქ მივიდა, რადგან არ შეეძლო შეგუებოდა უზნეობას, რაც არ გულისხმობს ადამიანებზე ძალადობას. მისი აზრით, აქციის ორგანიზატორებს უნდა გაეთვალისწინებინათ ქართველი ხალხის დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმის მიმართ. ორგანიზატორებმა იცოდნენ, რომ როცა ვიწრო ჯგუფი მოინდომებდა უზნეობის პროპაგანდას, ამას ხალხის აგრესია მოყვებოდა, - განაცხადა მამა თეოდორემ. მისი თქმით, ამიტომ არ უნდა დაეშვათ ეს აქცია.