loader

"ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის" - გიგი წერეთელმა ვანო მერაბიშვილი მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის" - გიგი წერეთელმა ვანო მერაბიშვილი მოინახულა

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გიგი წერეთელმა ვანო მერაბიშვილი მოინახულა. 2-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს წინასწარი პატიმრობის პირობებში კანონით აქვს შესაძლებლობა დასახელდეს საპრეზიდენტო კანდიდატად. მისი თქმით, მერაბიშვილი წუხილს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ მისი დაკავებით ქვეყნის იმიჯი შეილახა.

რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პირობებს, როგორც გიგი წერეთელმა განმარტა, მერაბიშვილის საპატიმროში არსებული საცხოვრებელი პირობები ზოგად სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა მას ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა აქვს. კერძოდ, როგორც წერეთელმა განმარტა, კანონმდებლობით დაშვებულია, რომ თუკი ადმინისტრაცია გადაწყვეტს, საპატიმროში მერაბიშვილს ჰქონდეს ტელევიზორი. აღნიშნული მიმართულებით, წერეთლის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", შესაძლოა, სასჯელაღსრულების სამინისტროს თხოვნით მიმართოს.
წერეთლის თქმით, ვანო მერაბიშვილი თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია.

უმცირესობის წარმომადგენელი სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანთან პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე იმყოფებოდა.